ბუნება 5

მოსწავლის წიგნი

ბუნება 5 მოსწავლის წიგნი აერთიანებს ტექსტებს, რომლებიც არაა დიდი მოცულობის. ყველა თემას ახლავს პრაქტიკული სამუშაო და ცდა.

სწავლა კეთებით ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა ბუნებისმეტყველების სწავლებისას.

ასევე, სავარჯიშოებში მოცემული სქემების შევსებისას, მოსწავლე კიდევ უფრო განიმტკიცებს ცოდნას, სწავლობს ინფორმაციის დახარისხებასა და ძირითადი საკითხების ამოკრებას ტექსტიდან.

ციკლი „ეს საინტერესოა“ კი აღრმავებს მათ ცოდნას. მოსწავლეები უამრავ საინტერესო ინფორმაციას იღებენ ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რაც მათ ერუდიციას აღრმავებს.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მოსწავლის რვეული

ბუნება 5 მოსწავლის რვეული თანმიმდევრულად მიჰყვება მოსწავლის წიგნის თემებს. რვეული ეხმარება მოსწავლეს თემის უკეთ გააზრებაში, ათვისებასა და დამახსოვრებაში.

რვეულების გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი მასალის განმტკიცებისას, ისე მოგვიანებით, განვლილი მასალის გასამეორებლად.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მასწავლებლის წიგნი

ბუნება 5 მასწავლებლის წიგნი მიმოიხილავს სახელმძღვანელოს კომპონენტებს და მასში მოცემულია:

  • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ბუნების წლიური პროგრამა;
  • წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები;
  • სტანდარტის შედეგის მიღწევისა და სახელმძღვანელოს შინაარსის ურთიერთკავშირის მატრიცა;
  • პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მეთოდური მითითებები და გაკვეთილების სცენარები.

მასწავლებლის წიგნში გაკვეთილების დანომვრა და აღწერა ზუსტად შეესაბამება მოსწავლის სახელმძღვანელოში მოცემული საკითხების (თემების) თანმიმდევრობას, რაც პედაგოგს გაკვეთილების დაგეგმვას გაუადვილებს.

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

მარაგშია

7,00 12,00 

7-12 ქულა
  • 2018
  • 112-260
  • რბილი
  • 19.50 X 27.50
  • 9789941300479; 9789941300844; 9789941301469; 9789941300486