ფასდაკლება!

ბიბო და სხვა მოთხრობები

რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულში.

მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ამ წიგნით გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება…

რევაზ ინანიშვილის სამყაროში შებიჯებისთანავე მიხვდებით, რას ნიშნავს სიკეთე, უბრალოება და სილამაზე; როგორ უნდა იყოთ სულ მცირე რამით გახარებული და ბედნიერი.

მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

მარაგშია
ფასდაკლება

7,90 9,90 

მარაგში

  • 2022
  • 222
  • 14.5 X 21.5
  • 9789941370922
  • რბილი