ბერძნულ-რომაული მითები

მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი…

მაგრამ ის თუ იცი, როგორ გაჩნდა სიყვარულის ყვავილი ვარდი? როგორ დაარსდა ულამაზესი ქალაქი რომი და ვინ ან რამ იხსნა იგი განადგურებისგან? როგორ გაჩნდა ფარშავანგი და რატომ ტირის ტირიფი?

წაიკითხე ეს პატარა, საინტერესო ამბები ღმერთების, გმირებისა და უბრალო მოკვდავების შესახებ და ყველა ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინება.

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

მარაგშია

10,90 

11 ქულა

მარაგში

  • 2022
  • 160
  • 14.50 X 21.50
  • 9789941309625
  • რბილი