არაფერი

„არაფერია მნიშვნელოვანი. ამას უკვე, კარგა ხანია, მივხვდი“ – ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვებით იწყება თანამედროვე დანიელი მწერლის, იანე თელერის ნაწარმოები „არაფერი“.

პიერ ანტონმა გადაწყვიტა, რომ არაფერია მნიშვნელოვანი, ამიტომ სკოლაში წასვლის ნაცვლად, ქლიავის ხეზე აძვრა და სკოლისაკენ მიმავალი ბავშვების გასაგონად ნიჰილისტური აზრების გავრცელებას მოჰყვა. მისი თანაკლასელები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ჯერ კიდევ არის სამყაროში რაღაც, რის გამოც ღირს ჩვეული ცხოვრების გაგრძელება, სკოლაში სიარული… მათი მცდელობა დღითიდღე უფრო დრამატულ, სასტიკ ფორმას იღებს, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებენ, შეასმინონ პიერ ანტონს, რომ იგი ცდება.

„არაფერს“ ხშირად, „ბუზთა ბატონსაც“ ადარებენ; ადამიანური ბუნების სისასტიკე – თანაც ბავშვების მაგალითზე წარმოჩენილი – მართლაც მოგაგონებთ უილიამ გოლდინგის ცნობილ რომანს. თუმცა, იანე თელერის თხრობა კიდევ უფრო გამომწვევი და დაუნდობელია; წიგნმაც სწორედ იმით გაითქვა სახელი, რომ მისი შინაარსი მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიისკენ უბიძგებს.

მარაგშია

11,90 

12 ქულა

მარაგში

  • 2024
  • 130
  • 13.00 X 19.50
  • 9789941376047
  • რბილი