- 2021
- 10
- 33.20 X 16.00
- 9789941307089
- მაგარი
- 0+
აი, რას ხედავს ჩვილი – პირველი წიგნი
წიგნი განკუთვნილია 6 კვირიდან 6 თვემდე ბავშვებისთვის.
,,აი, რას ხედავს ჩვილი (პირველი წიგნი)’’ პატარებს დაეხმარება მხედველობის განვითარებაში, რადგან წიგნის გვერდები სავსეა მკვეთრი, ფერადი და მარტივად აღსაქმელი რგოლებით, პატარების მხედველობის სიმახვილე კი სწორედ 6 თვემდე მატულობს.
წიგნი დამზადებულია მყარი მუყაოსგან, რაც ბავშვებს წიგნის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.
„ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება. ასეთი წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის“.
თემურ მიქელაძე – ექიმი პედიატრი, მედიცინის დოქტორი
თამარ კვიტაშვილი – ექიმი ოფთალმოლოგი
[/vc_column_text][vc_column_text]
მკითხველი გირჩევთ:
10,90 ₾
მარაგში