შირაზის ვარდი

მიშა ბახსოლიანი
27 აპრილი, 2023

[შენ შეგიძლია, თავს ყოველდღე ერთი კალათა შირაზის ვარდი მიართვა? ალბათ, არა, აი, კიარას კი შეუძლია.]

ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანი ,,სწრაფი, ღამისიერი” ლოცვასავით წასაკითხი და წაკითხვისთანავე დასავიწყებელი ტექსტია, რათა მერე კიდევ ერთხელ წაიკითხო და ისევ ის სიამოვნება მიიღო, რაც პირველ ჯერზე.

წიგნში მოვლენები უამრავი წლისა და მილიარდობით სამყაროსეული აფდეითის შემდეგ ხდება, მაგრამ 1990-2000-იანი წლების ისეთი ნაცნობი და მშობლიური სულისკ(ვ)ეთებით, რომ უამრავი რამ გახსენდება და ეგრევე ხვდები, ავტორმა წარსულის მთელი სევდა დროის კაფსულაში ჩატენა და მომავალში ისე გაგვიხსნა, როგორც რომელიმე ჯურღმულ-აფთიაქში ნაყიდი ფსიქტროპული აბი გაგვიხსნიდა.

მომავალი შეიძლება ჰგავდეს წარსულს, მაშინაც კი, თუ ჩვენს ჯოინთებს რობოკოპები შეახვევენ და როცა უშვებ, რომ შეიძლება ყველაფერი იგივე დარჩეს: [პრობლემები, რუტინული ურთიერთობები, სუიციდური ფიქრები იისფერ ღამეებში და ბოროტების იმპერიასთან მარადიული ბრძოლა] ცოტათი კი არა, ძალიან დიდი დოზით უიმედობა გიპყრობს. ,,თუ ხელს ბოლომდე არ ჩაიქნევ, ისე ვერ აფრინდები” – გვპირდება ავტორი და ეს წიგნიც, ალბათ, იმისთვისაა, რომ ბოლომდე ხელის ჩაქნევაში დაგვეხმაროს.

ასე რომ, ჩაიქნიეთ ხელი და ფეხიც, დაივიწყეთ ერმალოს დაპირება, რომ აპოკალიფსი არ იქნება და დაელოდეთ ღვთაებრივ რესტარტს.

მიხეილ ციხელაშვილი - ბლოგი
On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი
ზაზა აბზიანიძე
გუგა მგელაძე
ანა მიქაუტაძე
გუგა მგელაძე