მუმინები
„მუმინების“ ავტორი ტუვე იანსონი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი და მხატვარია. ის 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სერიას.
მუმინების ამბები, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ჩვენს სამყაროს, თუმცა მისი ჯადოსნური გარემო მილიონობით მკითხველს ხიბლავს. ამის მიზეზი ტუვე იანსონის მოთხრობილი ზღაპრული ამბებია, სადაც ადამიანური სწრაფვებით, სევდითა და სიხარულით სავსე გმირები ცხოვრობენ.