მელორი ტაუერსი
ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია, რომელმაც სათავგადასავლო სერიებით გაითქვა სახელი.
„მელორი ტაუერსი“ ექვსნაწილიანი სერიაა გოგონების სკოლა პანსიონის შესახებ. სერიის პირველი წიგნი დიდ ბრიტანეთში 1946 წელს გამოიცა.
მოქმედება იმ პანსიონში ხდება, რომელშიც თავად მწერლის ქალიშვილი სწავლობდა. მთავარი პერსონაჟის, დარელ რივერსის ინსპირაციაც ენიდ ბლაიტონის შვილი იყო. დარელ რივერსი მელორი ტაუერსში სწავლობს, ეს სასახლის ტიპის კოშკურებიანი სასწავლებელია, რომელიც ინგლისის სამხრეთით, კორნუოლში მდებარეობს.
სემესტრის დასაწყისში გოგონები იქ მატარებლით ჩადიან და არდადეგების დაწყებამდე რჩებიან. აქ ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას, იძენენ მეგობრებს, სწავლობენ და ერთობიან. მათი თავგადასავლები საუკეთესო თავშესაქცევია 8-12 წლის მკითხველებისთვის.