ლიტოდისეა

სერიაში „ლიტოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები. მათ მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და უმეტესობა ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.

სულაკაურის გამომცემლობაში გვჯერა, რომ ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა კულტურათა დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სერიის ( “ლიტოდისეა” ) შექმნის მთავარ მიზნად, შეძლებისდაგვარად, ბევრი ქვეყნის წიგნების თარგმნა და ამ გზით კულტურული ხიდების აგება დავისახეთ.

სერიის შექმნის იდეა 2015 წელს გაჩნდა, როცა კიდევ უფრო გაიზარდა ლიტერატურული საზღვრები და საგამომცემლო შესაძლებლობები. ეს მოგზაურობა 2016 წელს დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ავტორის ნაწარმოებები ითარგმნა.