Learn English
„ისწავლე კითხვა“ აერთიანებს ილუსტრირებულ კლასიკურ ზღაპრებს, ტექსტისა და ასაკის შესაბამის სავარჯიშოებს. სერია თავდაპირველად Oxford University Press-მა გამოსცა. წიგნები განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც უკვე იციან ანბანი სრულად, შეუძლიათ ცალკეული წინადადებების ამოკითხვა და მზად არიან, გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე – „წაიკითხონ მთელი წიგნი“.
სერიის წიგნები მოსწავლეებს დაეხმარება კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებასა და სიტყვების მარაგის გამდიდრებაში. თითოეული წიგნის ბოლოში დართული სავარჯიშოები მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებას გაუადვილებს და განუმტკიცებს მიღებულ ცოდნას. სერია ასევე მოიცავს ილუსტრირებულ ლექსიკონსა და აუდიომასალას, რომელსაც იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge.
სერია დაყოფილია 5 საფეხურად და ისეა შედგენილი, რომ მოსწავლე თანდათან გადადის მარტივი ტექსტიდან რთულზე – თანდათან რთულდება როგორც ლექსიკა, ისე სინტაქსი.
ტექსტების მოცულობა საფეხურების მიხედვით განსაზღვრულია შემდეგნაირად:
Level 1: 100 headwords; Level 2: 150 headwords; Level 3: 200 headwords; Level 4: 300 headwords; Level 5: 400 headwords.