ხმოვანი წიგნები
„ხმოვანი წიგნები“ საინტერესო იქნება ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ ლაპარაკს, ეცნობიან სამყაროს.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნები აუცილებლად მიიპყრობს პატარების ყურადღებას.
ისინი თამაშით შეისწავლიან სხვადასხვა ხმიანობას, მაგალითად: როგორ ყივის მამალი, როგორ ბღავის ცხვარი, როგორი ხმა აქვს ტრანსპორტს. გაეცნობიან შინაური და გარეული ცხოველების ხმებსა და მხიარულებას.