კაპიტანი ტრიკო

იცნობ თეთრ ტრუსში გამოწყობილ სუპერგმირს?
მისი გმირობების შესახებ თუ გსმენია?
- დიახ, ეს ყველასათვის საყვარელი კაპიტანი ტრიკოა!

თუმცა ის ყოველთვის სუპერგმირი არ ყოფილა. გაინტერესებს მისი გმირობები საიდან დაიწყო, რომელი არსებები დაამარცხა და რა ორომტრიალი გამოიარა? ამ სერიაში თავი მოვუყარეთ კაპიტანი ტრიკოს მხიარულ ამბებს.

დეივ პილკის საბავშვო კომიქსები მთელ მსოფლიოშია ცნობილი და ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს.