ისწავლე კითხვა

„ისწავლე კითხვა“ აერთიანებს ილუსტრირებულ კლასიკურ ზღაპრებს, ტექსტისა და ასაკის შესაბამის სავარჯიშოებს.  სერია Oxford University Press-ის მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი დასახელელბების ანალოგიას წარმოადგენს. წიგნები განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც უკვე იციან ანბანი სრულად, შეუძლიათ ცალკეული წინადადებების ამოკითხვა და მზად არიან, გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე – „წაიკითხონ მთელი წიგნი“.

სერიის წიგნები მოსწავლეებს დაეხმარება კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებასა და სიტყვების მარაგის გამდიდრებაში. თითოეული წიგნის ბოლოში დართული სავარჯიშოები მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებას გაუადვილებს და განუმტკიცებს მიღებულ ცოდნას.

სერია დაყოფილია 5 საფეხურად და ისეა შედგენილი, რომ მოსწავლე თანდათან გადადის მარტივი ტექსტიდან რთულზე – თანდათან რთულდება როგორც ლექსიკა, ისე სინტაქსი.

ტექსტების მოცულობა საფეხურების მიხედვით განსაზღვრულია შემდეგნაირად:
საფეხური 1: 100-მდე ახალი სიტყვა; საფეხური 2: 200-მდე ახალი სიტყვა; საფეხური 3: 350-მდე ახალი სიტყვა; საფეხური 4: 400-მდე ახალი სიტყვა; საფეხური 5: 550-მდე ახალი სიტყვა.