ძალიან მოკლე შესავალი
თანამედროვე სამყაროში უამრავი სიახლე ელვის სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს, ადამიანი კი მუდმივად ცდილობს, მოვლენებს არ ჩამორჩეს. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია, დრო გამონახო და დეტალურად შეისწავლო ყველა ის საკითხი, რომლებიც გაინტერესებს.
სწორედ ამის გათვალისწინებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 1995 წელს დაიწყო სერია “ძალიან მოკლე შესავალი”, რომელიც დღეს უკვე 600-ზე მეტ წიგნს აერთიანებს.
მსოფლიო მნიშვნელობის ეს გამორჩეული პროექტი უნივერსალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს, უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს.
მისი მიზანი გამართლდა კიდეც — სერია უკვე 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მრავალ ქვეყანაში მილიონობით ტირაჟით გაიყიდა.
სერიის თითოეული წიგნი კომპეტენტური მეცნიერების მიერ მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ და ამომწურავად.დაწერილი შესავალია კონკრეტულ თემაზე, რომლის შესახებაც შეიძლება არასრული ან არაზუსტი ცოდნა გვქონდეს.
წიგნები მცირე მოცულობისაა, სულ რაღაც 35 000 სიტყვა და ფორმატითაც პატარაა. ეს ე.წ. ჯიბის წიგნები, საშუალებას აძლევს მკითხველს, წიგნი მუდამ თან იქონიოს.
სერიის თითოეული წიგნი დაახლოებით 120-140 გვერდია და ყველასათვის გასაგებ და მოკლე, თუმცა საკმაოდ ამომწურავ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
წიგნები დააინტერესებს როგორც მკვლევრებს, ლექტორებსა და სტუდენტებს, ისე კონკრეტული თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.