ჩემი სკოლა

სერია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებს აერთიანებს.

სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის რესურსები (ლოტო, ბარათები, სამაგიდო თამაშები) ბავშვებს განუვითარებს საჭირო უნარ-ჩვევებს, შესძენს და განუმტკიცებს სკოლაში მიღებულ ცოდნას.

მნიშვნელოვანია, რომ „ჩემი სკოლის“ კონცეფცია ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ სტანდარტებს, რაც სკოლებსა და მასწავლებლებს გაუადვილებს მის გამოყენებას სწავლის პროცესში.

„ჩემი სკოლის“ სერიით გამოცემული დასახელებები ეტაპობრივად მოიცავს ყველა საგანს, კლასსა თუ თემას.