ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად

სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით. სერია დაეხმარება და ინგლისური ენის შესწავლას გაუმარტივებს ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით კი – სკოლის მოსწავლეებს. მასში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას – უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

ამ სერიის წიგნები ექვს დონედაა დაყოფილი და თითოეული მათგანი არის ადაპტირებული და ილუსტრირებული. შესავალში მკითხველი გაეცნობა წიგნში აღწერილ გარემოს, მიიღებს ინფორმაციას ავტორის შესახებ.

წიგნები მკითხველს აძლევს საშუალებას, მრავალფეროვანი სავარჯიშოებით გაიმყაროს მიღებული ცოდნა – ორიენტირებულია ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებაზე.

სერია მოიცავს A1-B2.2 საფეხურებს. აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge.