Image Alt

ქართული და თარგმნილი ლიტერატურის ექაუნთ მენეჯერი

„სულაკაურის გამომცემლობა“ 25 წლისაა. ის მოწინავეა ქართულ საგამომცემლო სფეროში, მუდმივად ეძებს ამ სფეროთი დაინტერესებულ, ინიციატივიან, გუნდური მუშაობის მოყვარულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს მათ.

ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა. გახდი ლიტერატურული სამყაროს მეგზური „სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად!

 

„სულაკაურის გამომცემლობა“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში, ქართული და თარგმნილი ლიტერატურის ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

 

გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • „სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემულ წიგნებზე კორპორაციულ ფასდაკლებას
  • ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქართული და თარგმნილი წიგნებისა თუ სერიების მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
  • სატელევიზიო, ბეჭდურ და ინტერნეტ მედიასთან კომუნიკაცია, მათთვის მასალების მომზადება და მიწოდება;
  • სოციალური მედიის მენეჯერთან ერთად კონტენტის მომზადება;
  • დიზაინერთან კომუნიკაცია და ვიზუალური მასალების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა;
  • ფოტოგრაფთან და ვიდეოგრაფთან თანამშრომლობით ფოტო/ვიდეო სესიების დაგეგმვა;
  • ივენთ მენეჯერთან ერთად წიგნის პრეზენტაციების დაგეგმვა;
  • გაყიდვების არხებში (წიგნის მაღაზიები, ფესტივალები, სავაჭრო ცენტრები, ვებგვერდი) მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საგამომცემლო ბაზრის კვლევა, მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
  • სოციალური ქსელების ტენდენციების ცოდნა, მათი მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენება;
  • მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარჩვევები:

  • კრეატიული
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კომუნიკაბელური
  • პასუხისმგებლიანი
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • ენერგიული
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული

 

როგორ დაგვიკავშირდე:

გამოგზავნე CV მეილზე: jobs@sulakauri.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. სივისთან ერთად გამოგზავნე დავალება: ურჩიე მეგობარს შენი საყვარელი წიგნი საზაფხულოდ (მაქსიმუმ 150 სიტყვა).

ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.
ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.