The Adventures of Tom Sawyer

The Adventures of Tom Sawyer / ტომ სოიერის თავგადასავალი გამოიცა სერიით „ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად“

მეორე საფეხური – A2

სერიაში ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

The Adventures of Tom Sawyer / ტომ სოიერის თავგადასავალი :

ადაპტირებულია – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ადაპტირებულია ისე, რომ პასუხობს ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხოური ენის, მოთხოვნებს.

ილუსტრირებულია – დეტალური და ფერადი ილუსტრაციები ამარტივებს წიგნის შინაარსის გაგებასა და გააზრებას.

ავტორისა და კულტურის აღწერა – თითოეულ წიგნს ახლავს შესავალი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ.

აუდიომასალა – ვებგვერდზე sulakauri.edu.ge განთავსდება შესაბამისი აუდიომასალა, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს „ონლაინ“ შეეძლებათ. აუდიომასალის უკეთ გასააზრებლად მათ წიგნში მოცემული სავარჯიშოები დაეხმარება

მრავალფეროვანი სავარჯიშოები – პასუხობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს.

  • სურათების დაკავშირება შესაბამის სიტყვებთან;
  • სიუჟეტური ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
  • ტექსტებში აბზაცების, წინადადებების დასაწყისისა და დასასრულის მოძიება და მითითება;
  • წინადადებისა თუ სიტყვის პოვნა აბზაცში;
  • ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება ინსტრუქციის მიხედვით;
  • გამოტოვებული სიტყვის სწორად ჩასმა წინადადებაში.
    მოსასმენი სავარჯიშოები

ტომ სოიერის თავგადასავალი სკოლის მოსწავლეებსა და ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ენის საფუძვლიანად ათვისებაში დაეხმარება.

ტომ სოიერის თავგადასავალი” მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია, თუმცა, თავად ავტორი თურმე დიდხანს ყოყმანობდა, ვერ განესაზღვრა, ვისთვის იყო მისი წიგნები – დიდებისთვის თუ ბავშვებისთვის.

მწერალმა ბოლოს ასე გადაწყვიტა: უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის ვწერდი, მაგრამ იმედი მაქვს, უფროსებიც წაიკითხავენ, რადგან ჩემი განზრახვა იყო, მათთვისაც გამეხსენებინა, როგორები იყვნენ ერთ დროს თავად ისინი, რას ფიქრობდნენ ან ამბობდნენ, ან რა უცნაურ ოინებს იგონებდნენ ხოლმეო.

ამრიგად, ეს წიგნი თანაბარ სიამოვნებას მიანიჭებს ბავშვებსაც და უფროსებსაც.

მკითხველი გირჩევთ:

[vc_row][vc_column width=”1/5″][vc_single_image image=”17604″ img_size=”medium” alignment=”center” style=”vc_box_circle_2″ onclick=”custom_link” img_link_target=”_blank” link=”https://edu.aris.ge/news/adaptirebuli-klasika-inglisurad.html”][/vc_column][vc_column width=”1/5″][vc_single_image image=”17604″ img_size=”medium” alignment=”center” style=”vc_box_circle_2″ onclick=”custom_link” img_link_target=”_blank” link=”https://sulakauri.edu.ge/adaptirebuli-klasika-inglisurad-2/”][/vc_column][vc_column width=”1/5″][/vc_column][vc_column width=”1/5″][/vc_column][vc_column width=”1/5″][/vc_column][/vc_row]

 

 

მარაგშია

10,90 

11 ქულა

მარაგში

  • 2019
  • 80
  • რბილი ყდა
  • 16.50 X 24.00