5. თქვენი ფეისბუქის ანგარიში აღარ იქნება დაკავშირებული სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტთან.
კითხვა / პასუხი
როგორ გავიარო რეგისტრაცია/ავტორიზაცია?
საიტზე შესასვლელად ან რეგისტრაციისთვის დააჭირეთ „ავტორიზაციას“.
რეგისტრაცია/ავტორიზაცია შეგიძლიათ გაიაროთ თქვენი პირადი ელფოსტის საშუალებით.
როგორ აღვადგინო პაროლი?
პაროლის აღდგენისთვის ავტორიზაციის ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს „დაგავიწყდათ პაროლი?“, შემდეგ კი შეიყვანეთ თქვენი ელფოსტა, რომლითაც რეგისტრირებული იყავით საიტზე.
პაროლის აღდგენის ბმული გამოგეგზავნებათ მითითებულ ელფოსტაზე. ბმულზე გადასვლის შემდეგ შეიყვანეთ ახალი პაროლი.
როგორ დავაგროვო და გამოვიყენო ქულები?
- ქულები გროვდება ნებისმიერ შენაძენზე. ყოველი დახარჯული 1 ლარი 1 ქულის ტოლფასია, დაგროვილი 20 ქულა კი 1 ლარს უდრის.
- ქულების გამოყენება შეგიძლიათ კალათის ან გადახდის გვერდზე, შეკვეთის გაფორმების დროს. თქვენ მიერ დაგროვილი ქულები შეგიძლიათ ავტომატურად გადაცვალოთ ფასდაკლებაში.
- ქულების გადაცვლა შესაძლებელია ფასდაკლების ვაუჩერშიც – შეკვეთის გაკეთების გარეშე. ვაუჩერს კი, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს გაუგზავნით (ამისათვის უნდა შეხვიდეთ „ჩემი ანგარიშის“ ბლოკში, შემდეგ – „მართე შენს ქულებში“. აქ დაგროვილი ქულების სასაჩუქრე კუპონში კონვერტაციას ადვილად შეძლებთ).
შენიშვნა: ქულებით სარგებლობა შესაძლებელია საიტზე რეგისტრაციის შემდეგ.
სად ვნახო ჩემი საფოსტო ინდექსი?
თქვენი საფოსტო ინდექსი შეგიძლიათ მოძებნოთ აქ: საფოსტო ინდექსები
როგორ გამოვიყენო კუპონის კოდი?
გადახდის რა მეთოდები არსებობს?
შეკვეთის გასაფორმებლად შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.
- ბარათით გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის Visa, MasterCard ან American Express-ის ბარათები.
- საბანკო გადარიცხვის არჩევის შემთხვევაში თანხა უნდა გადმორიცხოთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე. გთხოვთ, გადარიცხვის დროს მოუთითოთ თქვენი შეკვეთის ნომერი. თქვენი შეკვეთა არ მიიღება მანამ, სანამ არ მოხდება თანხის ასახვა ჩვენს ანგარიშზე.
რა ჯდება წიგნის ადგილზე მიტანის სერვისი?
რამდენ ხანში ხდება შეკვეთის მიწოდება?
სად ვნახო ჩემი შეკვეთილი წიგნები?
თქვენი შეკვეთების სანახავად გაიარეთ ავტორიზაცია, დააჭირეთ ღილაკს „ჩემი ანგარიში“ და აირჩიეთ „შეკვეთები“. იმისთვის, რომ ნახოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული შეკვეთის შესახებ, დააჭირეთ სასურველ შეკვეთას.
ვის მივმართო ტექნიკური პრობლემის დროს?
ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე: support@sulakauri.ge.
აღწერეთ თქვენი პრობლემა დეტალურად და საჭიროების შემთხვევაში დაურთეთ ეკრანის სურათები (screenshots), რათა დროულად შევძლოთ თქვენი დახმარება.
როგორ წავშალო მომხმარებლის მონაცემები Facebook-დან?
თუ გსურთ თქვენი Facebook-ის მონაცემების წაშლა სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტიდან, გთხოვთ მიჰყვეთ ამ ინსტრუქციას:
1. თქვენი ფეისბუქის ანგარიშში გახსენით პარამეტრები და კონფიდენციალურობა და აირჩიეთ პარამეტრები.
2. გადადით აპლიკაციებსა და ვებ-გვერდებზე, სადაც ნახავთ აპლიკაციებისა და ვებსაიტების სიას, რომლებიც დაკავშირებულია თქვენი ფეისბუქის ანგარიშთან.
3. სიაში იპოვეთ სულაკაურის გამომცემლობა და დააჭირეთ წაშლას.
4. მონიშნეთ სასურველი პრეფერენციები და კიდევ ერთხელ დააჭირეთ წაშლას.