დაბრუნების პირობები

დისტანციურად შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები

  • კლიენტს უფლება აქვს დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე უარი თქვას ყოველგვარი საფუძველის მითითების გარეშე, ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 
  • კლიენტი ვალდებულია 14 დღის ვადაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინოს გამომცემლობას ელექტრონული განცხადების (ფორმის) წარდგენით (მეილით ან სოციალური ქსელების დახმარებით). 
  • მომხმარებელი ვალდებულია ნივთის დაბრუნების შესახებ ელექტრონულ განაცხადში (ფორმაში) მიუთითოს:
    1. სახელი, გვარი;
    2. ელფოსტის მისამართი;
    3. ფაქტობრივი მისამართი, სადაც მიიღო შეკვეთა;
    4. შეკვეთის განთავსების თარიღი;
    5. შეკვეთის მიღების თარიღი;
    6. ხელმოწერა (თუ განცხადება ქაღალდზეა შევსებული);
    7. განცხადების შევსების თარიღი. 
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ, მხარეთა შორის დადებული დისტანციური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ქარწყლდება, ხოლო მხარეები ვალდებულები არიან, დაუბრუნონ ერთმანეთს მიღებული ნივთი/თანხა. 
  • კლიენტის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის დროს, გამომცემლობა ვალდებულია, კლიენტს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად (მათ შორის, მიწოდების ხარჯები), ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში. 
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომცემლობას უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ ნივთს არ დაიბრუნებს ან კლიენტისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე მოხდება; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამომცემლობამ თავად იკისრა ნივთის უკან წაღება. 
  • კლიენტს გადახდილი თანხა აუნაზღაურდება იმავე საშუალებით, რომელიც ნივთის შეძენისას გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი თანხმობას აცხადებს გადახდის სხვა საშუალებაზე და მას დამატებითი ხარჯი არ ექნება. 
  • კლიენტი ვალდებულია, განცხადების წარდგენის შემდეგ, 7 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუბრუნოს შეძენილი ნივთ(ებ)ი გამომცემლობას ან ნდობით აღჭურვილ მესამე პირს. დაბრუნება ხდება შეძენილი ნივთ(ებ)ის გამომცემლობის სავაჭრო ობიექტში ადგილზე მიტანის ან საფოსტო/საკურიერო კომპანიის მომსახურების საშუალებით, რომლის ხარჯებსაც ანაზღაურებს კლიენტი.  
  • იმ შემთხვევაში, თუკი გამომცემლობამ მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომსახურება სრულად გასწია, მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას. 

გამომცემლობას უფლება აქვს უარი უთხრას კლიენტს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, თუ დაბრუნებული ნივთი დაზიანებული ან შეცვლილია. 

მაღაზიაში შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები

  • კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა ან შეძენილი ნივთის ჩანაცვლება, თუ შეძენილი ნივთი ნაკლის მქონეა. შეძენილი ნივთი ნაკლის მქონედ ჩაითვლება მაშინ, თუ სავაჭრო ობიექტში ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელი იყო ამ ნაკლის აღმოჩენა/ შემჩნევა. 
  • კლიენტმა ნაკლის აღმოჩენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიმართოს გამომცემლობის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს და ადგილზე წარმოადგენოს შეძენილი ნივთი და მისი შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი (ჩეკი). კლიენტი, ასევე, ვალდებულია, დაადასტუროს ნაკლის არსებობა. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობის/დარღვევის შემთხვევაში, გამომცემლობას უფლება აქვს, უარი თქვას წინა პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. 
  • ეს პუნქტი არ იქნება გათვალისწინებული, თუკი შეძენილი ნივთი შეიცავს უმნიშვნელო ნაკლს. 
  • გამომცემლობას უფლება აქვს, უარი უთხრას კლიენტს ნაკლის მქონე ნივთის ჩანაცვლებაზე, თუკი ეს ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია. 
  • გაყიდული ნივთის კლიენტისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით გაფუჭების რისკი.