
რუსეთის ფედერაცია
2 წიგნი
ვლადიმირ ნაბოკოვი
1899 – 1977
ვლადიმირ ნაბოკოვი დაიბადა 1899 წელს სანკტ-პეტერბურგში. რევოლუციის შემდგომ, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, ჯერ ყირიმში, შემდეგ კი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. განათლება კემბრიჯში მიიღო. ბერლინისა და პარიზის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, აშშ-ში გადასახლდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნაბოკოვის აღიარება.
თავდაპირველად ავტორი რუსულად წერდა, თუმცა მისი უმნიშვნელოვანესი ტექსტები ინგლისურ ენაზეა შესრულებული. აშშ-ში ის 7-ჯერ გახდა წიგნის ეროვნული პრემიის ფინალისტი და უდიდესი აღიარებაც მოიპოვა. მისი ყველაზე ცნობილი რომანი „ლოლიტა“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.
სიცოცხლის ბოლო წლები ნაბოკოვმა შვეიცარიაში გაატარა და 1977 წელს იქვე, მონროში, გარდაიცვალა.