
საქართველო
1 წიგნი
თინათინ ნოღაიდელი
თინათინ ნოღაიდელი ავტორი, მომღერალი და პოდკასტერია. ის არაერთი ფემინისტური ბლოგის და ქართული ფემინისტური ჰიმნის “დაოს” ავტორია. თინათინის შემოქმედების სუბიექტები ქალები და არანორმატიული გენდერის ადამიენებია. მისი სიმღერებისა და პერსონაჟების მთავარი ბრძოლის იარაღი საკუთარი სხეულით ზეიმია. აქ სადავეებს უმცირესობები დაუკითხავად და ბოდიშის მოუხდელად იღებენ ხელში, მსხვერპლის როლსა და ტრაგედიის მთავარ გმირობაზე უარს აცხადებენ. ბედნიერების ძიება, პოვნა და მითვისება ქართულ ენასა და ნარატივში ახალი ლექსიკური მარაგის შექმნის და მათი კონოტაციის გადატრიალების მცდელობაა.