
ფინეთი
1 წიგნი
პირკო საისიო
პირკო საისიო 1949 წელს ჰელსინკში დაიბადა. სამსახიობო ფაკულტეტი 1975 წელს დაამთავრა და იმავე წელს გამოსცა სადებიუტო რომანი “ცხოვრების გზა”. იგი შვიდჯერ იყო წარდგენილი პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემია “ფინლანდიაზე”, გამარჯვება კი 2003 წელს “განშორებათა წითელმა წიგნმა” მოუტანა. ეს უკანასკნელი ე. წ. “ჰელსინკის ტრილოგიის” ბოლო აკორდია. “ფინლანდიასთან” ერთად მოგებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო, არის რამდენიმე პიესისა და კინოსა თუ ტელევიზიისთვის შექმნილი სცენარების ავტორი და თეატრის რეჟისორი.