შეერთებული შტატები
1 წიგნი

ნოამ ჩომსკი

ნოამ ჩომსკის მსოფლიოს საუკეთესო ინტელექტუალთა წრეში პოლიტიკური
აზროვნების ერთგვარ კანონმდებლად და თანამედროვე ლინგვისტიკის მამადაც კი
მიიჩნევენ. იგი ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საპატიო
პროფესორი და არაერთი მნიშვნელოვანი შრომის ავტორია.
საშუალო კლასის ებრაულ ოჯახში აღზრდილი მომავალი მეცნიერი ბავშვობიდანვე
აქტიურად ავლენდა ინტელექტიუალურ შესაძლებლობებს. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში
სკოლის გაზეთისთვის დაწერა სტატია, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამდა ესპანეთის
სამოქალაქო ომში რეპუბლიკელების მარცხისა და ევროპის ქვეყნებში აღმოცენებული
ფაშიზმის გამო. 13 წლისა იგი მარტოდმარტო მოგზაურობდა ნიუ იორკში, სადაც იოლად
პოულობდა სასურველ ლიტერატურას და უახლოვდებოდა ებრაულ ინტელექტუალურ
წრეებს.
ჩომსკის შრომებმა, რომლებიც 1950-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა, რევოლუციური
გარდატეხა შეიტანა ლინგვისტიკასა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, მასვე მიუძღვის
მნიშვნელოვანი წვლილი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების
განვითარებაში, თუმცა მეცნიერს საყოველთაო პოპოულარობა და არაერთი სკანდალი
მოუტანა მისმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა, კერძოდ ეკონომიკური ელიტების,
კაპიტალიზმის, მასმედიისა და ამერიკულ საგარეო პოლიტიკის მწვავე კრიტიკამ.
დღეისათვის ნოამ ჩომსკი არაერთი მნიშვნელოვანი წიგნის ავტორია მეცნიერების
სხვადასხვა დარგში. მისი ტექსტები ღრმა ცოდნასთან ერთად, დახვეწილი იუმორით
გამოირჩევა.

ავტორის წიგნები

თანხმობის წარმოება
მარაგშია
ფასდაკლება
მარაგშია
ფასდაკლება

თანხმობის წარმოება

18,30 22,90