მიშა ბახსოლიანი
19840101
დაიბადა 1984 წელს
მიშა ბახსოლიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად მუშაობს სარეკლამო სააგენტოში კოპირაიტერად.
გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული სასაუზმე „ბუდაპეშტი“.
2019 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო რომანი კანიბალიადა.
ქართულის დავალებებიდან ყოველთვის თავისუფალ თემას ირჩევდა და ხშირად ხუმრობს, წერა სიზარმაცემ დამაწყებინაო. ცოტა მოგვიანებით, როცა ჩვენთან ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახდა და აღარ უწევდა იტერნეტკაფეებში 30 წუთის დასამატებლად ფულისთვის „ჩალიჩი“, მისი პირველი ნაწარმოებები Lit.ge-ზე გამოჩნდა. მოგვიანებით ამავე საიტის ლიტერატურული კონკურსის, ,,წეროს“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და დაიჯერა, რომ სიზარმაცის შენიღბვის გარდა წერას სხვა სარგებელიც მოაქვს. 2008 წლიდან მისი მოთხრობები ხშირად იბეჭდება პერიოდიკაში. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი და ლიტერტურული კონკურსების გამარჯვებულიცაა.
რომანს პირველად შეეჭიდა (სანამ ბავშვები სურამში იყვნენ) და ძალიან ამაყობს, რომ სწორედ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა „კანიბალიადა“.
ჰყავს ერთი კარგი ცოლი ცუდი მეხსიერებით და ორი „ოპოსუმი“.