მათე სარალიშვილი
დაიბადა 1999 წელს
მათე სარალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია. მიღებული აქვს სტუდენტური კონფერენციის ჯილდო ნაშრომისთვის ტრამვაი სახელად სურვილი. არის ინტერ-რელიგიური დიალოგის საპატიო ელჩი და ალან ბლუმის ჯილდოს მფლობელი აკადემიური მიღწევებისთვის.
2019 წელს ავტორმა გამოსცა ლექსების კრებული და ერთი ვრცელი პოემა სახელწოდებით საკურთხეველი, რომლის მიხედვითაც მალევე დაიდგა სპექტაკლი თავისუფალი სივრცის თეატრში. 2021 წელს ავტორის სადებიუტო რომანი, მივიწყებულნი, გამოიცა. 2023 წელს ქართულად თარგმნა და გამოსცა გერმანელი თეოლოგის, რუდოლფ ოტოს წიგნი „წმიდა“ (Das Heilige),
მათე სარალიშვილი იყო დრამერი მუსიკალურ პროგრესივ მეტალ ბენდში, Nocturne-ში, ხოლო 2015-2017 წლებში უკრავდა Waldorfschule-ის გერმანულ-ქართულ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად საქართველოსა და გერმანიაში, სადაც ასრულებდა როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე მუსიკას.