საფრანგეთი
1 წიგნი
მარის კონდე
„მე კვლავაც მარის კონდე ვარ: შავკანიანი, ქალი, კარიბელი და მუდამ ასეთად დავრჩები“. 89 წლის მწერლის ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერს არა მხოლოდ მის პიროვნებას, არამედ შემოქმედებასაც. კარიბის ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ გვადალუპაზე დაბადებული მარის კონდე ყოველთვის ინტერესდებოდა რასიზმის, სექსიზმისა და კოლონიალიზმის გავლენის შედეგებით, რაც, საბოლოოდ, თავის შემოქმედებაში გააცოცხლა და მსოფლიო ლიტერატურაში წარუშლელი კვალიც დატოვა.
მწერლობისა და პოლიტიკური აქტივიზმის გვერდით შთამბეჭდავია კონდეს სამეცნიერო კარიერაც კოლუმბიის, კალიფორნიის, ბერკლის, სორბონის, ვირჯინიისა და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.