საფრანგეთი
2 წიგნი
ლუი-ფერდინანდ სელინი
1894 – 1961
ლუი-ფერდინანდ სელინი დაიბადა კურბევუაში, პარიზთან ახლოს.
მისი წერის სტილი ყოველთვის ითვლებოდა ინოვატორულად და დასავლურ ლიტერატურაში დიდი გავლენა ჰქონდა არაერთ ისეთ ცნობილ მწერალზე, როგორები იყვნენ ჟენე, სარტრი, ბარტი, ბეროუზი, ვონეგუტი, ჰელერი და მრავალი სხვა.
ლუი-ფერდინანდ სელინი სახელგანთქმული გახდა რომანებით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ (1932 წ.) და „სიკვდილი კრედიტით“ (1936 წ). ეს ნაწარმოებები გამოსვლისთანავე ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სელინს საოკუპაციო რეჟიმთან კავშირში დასდეს ბრალი, მოგვიანებით კი გადაასახლეს. 1951 წელს ყველასაგან მივიწყებული ლუი-ფერდინანდ სელინი სამშობლოში დაბრუნდა და დასახლდა პარიზის გარეუბან მიოდონში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ღარიბთა პრაქტიკოს ექიმად მუშაობდა.