შეერთებული შტატები
2 წიგნი

კორმაკ მაკართი

დაიბადა 1933 წელს

კორმაკ მაკართი დაიბადა როუდ აილენდზე, აშშ-ში. მას თავისი თაობის დიდ ოთხეულს მიაკუთვნებენ თომას პინჩონთან, დონ დელილოსა და ფილიპ როთთან ერთად.

მაკარტის ტექსტები ამერიკის სამხრეთის ცხოვრებაზეა – იმ მაგიურ მხარეზე, რომელიც ხალხს ხშირად აფრთხობს, თუმცა კი ამოუხსნელი მიზიდულობაც აქვს. ნავთობკომპანიებისთვის უსაზღვრო კაპიტალის, წინა საუკუნეებში გამდიდრების ციებ-ცხელებაშეყრილი ხალხისთვის ოქროს, ხოლო კარგი ხელოვანისთვის შთაგონების ნამდვილი საბადოა. მაკარტიც წინ გვიშლის იმ ღია და თვალწარმტაც სივრცეებს, რომლებიც ბევრ ჩვენგანს მხოლოდ ეკრანებზე თუ უნახავს. ტექსტებიდან შესანიშნავად ჩანს მწერლის საოცარი ერუდიციაც.

მაკარტის მაგნუმ ოპუსს, „სისხლიანი მერიდიანს“, დამსახურებულად იხსენიებენ მელვილისა და მისი „მობი დიკის“ გვერდით. სიკვდილი და სიცოცხლე, ბუნება და ადამიანი, ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები – ეს მარადიული თემები გვხვდება მაკარტისთან, თუმცა მისეული ხედვა ამ უძველესი საკითხებისა არასდროს გაცვდება ისევე, როგორც თავად ეს თემები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორმაკ მაკარტი არა მხოლოდ მე-20 საუკუნის, არამედ, ზოგადად, ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.

ავტორის წიგნები

გზა
მარაგშია
ფასდაკლება
მარაგშია
ფასდაკლება

გზა

12,70 16,90 
მოხუცების ადგილი აქ არ არის
არ არის მარაგში
არ არის მარაგში

მოხუცების ადგილი აქ არ არის

12,90