საქართველო
2 წიგნი
კოკა ქამუშაძე
კოკა ქამუშაძე დაიბადა 1982 წელს ქალაქ თბილისში. დამთავრებული აქვს ESM თბილისი, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. მუშაობდა თიბისი ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე. ამჟამად კრეატიული სააგენტო “ფლეიმეიქერსის” მმართველი პარტნიორია.
ავტორის თქმით, წერის მიმართ მიდრეკილებას სულ გრძნობდა, მაგრამ რადგან სკოლაში, სხვა საგნებისგან განსხვავებით, ქართულ წერაში მუდმივად დაბალ ნიშნებს იღებდა, ეგონა, რომ წერა მისი საქმე არ იყო. პროფესიულმა საქმიანობამ და ცხოვრების გზაზე გადახდენილმა ამბებმა საბოლოოდ მაინც გადააწყვეტინა წერის დაწყება.
„ბალა(ნ)და“ ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია.