ნორვეგია
4 წიგნი
კნუტ ჰამსუნი
1859 – 1952
ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) დაიბადა სოფელ ჰამსუნდში ხელმოკლე გლეხის ოჯახში 1859 წელს.
პირველი ნაწარმოები უკვე 18 წლის ასაკში გამოაქვეყნა, თუმცა მალე უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი იძულებული გახდა, ნორვეგია დაეტოვებინა და სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი.
ჰამსუნმა ორჯერ იმოგზაურა ამერიკაში და იქ რამდენიმე წელს დარჩა კიდეც საცხოვრებლად. შემდეგ ეწვია ფინეთს, რუსეთს, ირანს, თურქეთს და ბოლოს 1899 წელს საქართველოსაც, სადაც თბილისის გარდა ქალაქი მცხეთა და ბათუმი მოინახულა. საქართველოთი მოხიბლულმა ამ მოგზაურობის შემდეგ დაწერა წიგნი „მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში“ და პიესა „დედოფალი თამარი“.