შეერთებული შტატები
2 წიგნი

კარლ სეიგანი

1934-1996

კარლ სეიგანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი, ფიზიკის მაგისტრი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორი და გენეტიკის დარგის მკვლევარი იყო.
კარლ სეიგანს ეკუთვნის 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, იყო 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, თანაავტორი ან რედაქტორი. საყოველთაოდ ცნობილია მისი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები, როგორიცაა „The Dragons of Eden“, „Broca’s Brain“ და „Pale Blue Dot“.

სეიგანი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სამეცნიერო სერიალით „კოსმოსი“, რომელიც „ემისა“ და „პიბოდის“ პრემიების ლაურეატი გახდა, აშშ-ის სატელევიზიო მედიის ისტორიაში კი რეკორდულად ბევრი მაყურებელიც ჰყავდა. სერიალის თანხმლები წიგნი, რომელსაც სეიგანმა სერიალის მსგავსად „კოსმოსი“ უწოდა, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა, წიგნის მიმართ მკითხველთა ინტერესი დღემდე არ წყდება და მთელ მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარი იყიდება. „კოსმოსი“ ქართულ ენაზე ნოდარ მანჩხაშვილმა თარგმნა და სერიაში „აკადემია“ გამოიცა.

კარლ სეიგანს შეუფასებელი წვლილი მიუძღვის თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში: მან გადამწყვეტი როლი შეასრულა „მარინერის“, „ვიკინგის“, „ვოიაჯერისა“ და „გალილეოს“ კოსმოსური აპარატებით განხორციელებული ექსპედიციების მომზადებასა და ხორცშესხმაში; ნასამ მას საგანგებო ჯილდო მიანიჭა გამორჩეული მეცნიერული მიღწევებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.
სეიგანმა და მისმა ნაშრომებმა უამრავი პრიზი და ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ნასას მედალი გამორჩეული სახალხო სამსახურისთვის, მეცნიერების ეროვნული აკადემიის სახალხო კეთილდღეობის მედალი, პულიცერის პრიზი წიგნისთვის „The Dragons of Eden“.

ავტორის წიგნები

მკრთალი ლურჯი წერტილი
მარაგშია
მარაგშია

მკრთალი ლურჯი წერტილი

27,90 
კოსმოსი
მარაგშია
მარაგშია

კოსმოსი

24,90