ჯ.კ. როულინგი
ჯ.კ. როულინგი – „ჰარი პოტერის“ საყოველთაოდ აღიარებული წიგნების ავტორია. სერიის შექმნის იდეა 1990 წელს, მატარებლით მგზავრობისას დაებადა და შვიდწიგნეულის პირველი ნაწილის – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ – წერას შეუდგა, რომელიც 1997 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა.
სერიის დასრულებას კიდევ 10 წელი დასჭირდა, ის 2007 წელს ბოლო ნაწილის – „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ – გამოსვლით დაგვირგვინდა. სერიასთან ერთად ჯ.კ როულინდგმა ქველმოქმედების მიზნით კიდევ ორი მომცრო წიგნი – “ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია” და “ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი” დაწერა, მწერლის მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაციების, Comic Relief-ისა და Lumo-ის დახმარება იყო.
მისი თანაავტორობით დაიწერა სასცენო პიესა – „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, რომელიც წიგნადაც გამოიცა. ჯ.კ. როულინგის ბიბლიოგრაფიის ნაწილია 2020-2021 წლებში ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპრები – The ickbog-ისა და The Christmas Pigs, რომლებიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მასვე ეკუთვნის ზრდასრული მკითხველებისთვის შექმნილი კრიმინალური ქრონიკები. ჯ.კ. როულინგს მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.