ირლანდია
1 წიგნი

ჯეიმზ ჯოისი

1882 – 1941

ჯეიმზ ჯოისი დაიბადა ირლანდიაში. ცხოვრობდა პარიზში, ტრიესტში, ციურიხში. გარდაიცვალა ციურიხში, სადაც დაკრძალეს კიდეც. წერდა ლექსებს, პოემებს, ესეებს, მოთხრობებს, პიესებს.

XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან და სახელგანთქმულ წიგნს, „ულისეს”, ავტორმა შვიდ წელზე მეტი მოანდომა და 1921 წელს დაასრულა, მაგრამ ამ დროს იოლი საქმე არ იყო მისი გამოცემა. 1918 წელს, როცა ამერიკაში ლიტერატურულ ჟურნალში ნაწყვეტები გამოქვეყნდა, ჟურნალის გამომცემლები დააპატიმრეს და დააჯარიმეს.

„ულისე“ წიგნად 1922 წელს გამოვიდა პარიზში. 1934 წლამდე ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში აკრძალული იყო.

წიგნის მთავარი პერსონაჟია ლეოპოლდ ბლუმი, ნაწარმოებში კი მოქმედება 1904 წლის 16 ივნისს ვითარდება. „ულისე“ ოდისევსია და ნაწარმოები ჰომეროსის „ოდისეას“ ეყრდნობა. მრავალი წელია, რაც 16 ივნისს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მკითხველები „ბლუმსდეის“ აღნიშნავენ.

გარდა ამისა, ჯოისის ავტორია ისეთი ცნობილი ნაწაროებებისა, როგორებიცაა „დუბლინელები“, „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში“ და „ფინეგანის ქელეხი“.

ავტორის წიგნები

ულისე
მარაგშია
ფასდაკლება
მარაგშია
ფასდაკლება

ულისე

21,50 26,90