ისრაელი
4 წიგნი

იუვალ ნოახ ჰარარი

ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის
თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, იუვალ ნოახ ჰარარი 1976 წელს
დაიბადა ჰაიფაში. მომავალმა მეცნიერმა განათლება იერუსალიმში მიიღო, სადაც შუა
საუკუნეებისა და მილიტარიზმის ისტორია შეისწავლა; 2002 წელს კი დოქტორის
ხარისხი მიიღო ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში.
ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების
საფეხურებია. მისი კვლევის საგანი საკმაოდ ფართო თემებს მოიცავს: უკავშირდება თუ
არა ისტორიული და ბიოლოგიური განვითარება ერთმანეთს? რა განასხვავებს ჰომო
საპიენსს სხვა ცხოველებისგან? არის თუ არა ისტორია სამართლიანი და ვითარდება თუ
არა იგი ერთი მიმართულებით? – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც
ისრაელელი მეცნიერი თავის ნაშრომებში ცდილობს.
დღეისათვის ჰარარი სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს წერს ისეთი ცნობილი
გამოცემებისთვის, როგორებიცაა: The Guardian, Financial Times, The New York Times, The
Wall Street Journal, The Economist and Nature Magazine. ამავდროულად კი მოწვეული
ლექტორის სტატუსით გამოდის მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში, რომლის დროსაც
აქტიურად მიმოიხილავს თავის კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ჰარარიმ 2009-2012 წლებში ორჯერ მიიღო პოლონსკის პრემია შემოქმედებითობისა და
ორიგინალურობისთვის. 2011 წელს ჰარარი მილიტარიზმის ისტორიის შესახებ
დაწერილი შესანიშნავი სტატიების გამო მონკადოს პრიზითაც დააჯილდოეს. გასულ
წელს კი მისმა მთავარმა ნაშრომმა – “საპიენსმა” – “წლის აკადემიური წიგნის” წოდება
დაიმსახურა.

ავტორის წიგნები

შეუჩერებლები
მარაგშია
ფასდაკლება
მარაგშია
ფასდაკლება

შეუჩერებლები

11,90 19,90 
ჰომო დეუსი
მარაგშია
ფასდაკლება
მარაგშია
ფასდაკლება

ჰომო დეუსი

17,20 22,90 
საპიენსი
მარაგშია
მარაგშია

საპიენსი

22,90