ჩილე
1 წიგნი

ისაბელ ალიენდე

დაიბადა 1942 წელს

ისაბელ ალიენდე ჩილეელი მწერალი, ფემინისტი და ფილანტროპია. იგი ლიმაში, პერუში დაიბადა.

დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხრეთამერიკელი ავტორია. მისი წიგნები 50-მდე ენაზეა თარგმნილი და 80-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე 80 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული.

მისი ყველაზე ცნობილი სადებიუტო ნაწარმოები „სულების სახლი“ 1982 წელს გამოვიდა. ალიენდემ მომაკვდავ ბაბუას მისწერა წერილი, რის შემდეგაც გაუჩნდა იდეა, წიგნი დაეწერა.

1996 წელს მას ქალიშვილი გარდაეცვალა და მის სახელზე დააარსა საქველმოქმედო ფონდი და მსოფლიო მასშტაბით და მას შემდეგ 100-ზე მეტ ორგანიზაციას გაუწია დახმარება გოგონებისა და ქალების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ავტორს 15-ჯერ მიანიჭეს საპატიო სამეცნიერო ხარისხი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და წლების მანძილზე 60-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.