გაერთიანებული სამეფო
1 წიგნი

ირვინ უელში

დაიბადა 1958 წელს

ირვინ უელში დაიბადა ედინბურგში, შოტლანდიაში. მწერლის ადრეული ცხოვრება ქაოსური იყო. იგი განათლებას სკეპტიკურად უყურებდა და სკოლაზეც გული აიცრუა, თუმცა მოგვიანებით დაეწია სასწავლო პროგრამას და დღემდე მადლიერია რამდენიმე ადამიანისა, ვინც მის ჭირვეულობას იტანდა და არც რჩევა-დარიგებებს იშურებდა მისთვის.

ერთხანს ლონდონში ცხოვრების შემდეგ უელში პანკსცენას დაუახლოვდა. ამავე დროს სამუშაოს ხშირად იცვლიდა და ერთხანს ფულიც კი იშოვა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მოიქცა, როგორც ნამდვილი შოტლანდიელი და ყველაფერი ქარს გაატანა. მისი თქმით, ამ დროს კიდევ ერთი შოტლანდიური ტრადიცია დაიცვა და მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა „წესიერი გოგოს საპოვნელად და კერის დასაფუძნებლად“.

1993 წელს გამოიცა მისი „ჩხერკეთელაობა“ და უელშმაც სახელი გაითქვა. აგრესიული და მძაფრი ტექსტი ბევრს აშინებდა, თუმცა წიგნის პოპულარობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. 1995 წელს სამსახური მიატოვა. როგორც თვითონ ამბობს, წერის მოტივაცია სწორედ ის ფაქტი იყო, რომ მუშაობა ყოველთვის მოსაწყენად ეჩვენებოდა. 1996 წელს დენი ბოილმა წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო, რამაც ირვინ უელში საკულტო მწერლად აქცია.

ავტორი ძირითადად დუბლინში ცხოვრობს. ზამთარს მაიამიში ატარებს, ედინბურგში კი რეგულარულად დადის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის მოსანახულებლად.

ავტორის წიგნები

ჩხერკეთელაობა
არ არის მარაგში
ფასდაკლება
არ არის მარაგში
ფასდაკლება

ჩხერკეთელაობა

9,50 18,90