საქართველო
1 წიგნი
ირაკლი მეტრეველი
ირაკლი მეტრეველი დაიბადა 1973 წელს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, საქართველოს კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ევროპის საბჭოს კულტურის მმართველ კომიტეტში. იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტი.
2007 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. ხელმძღვანელობს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის კავკასიის ბიუროს, აშუქებს შეიარაღებულ კონფლიქტებს, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისებს კავკასიის რეგიონში. მისი პირველი რომანია „უხილავი ქარი“ (2017).