გერმანია
3 წიგნი
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
1749 – 1832
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის“ იდეაა გატარებული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – იგი თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოადგენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს”, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა.
ავტორის წიგნები
მარაგშია
ფასდაკლება