ჰალდორ ლაქსნესი
1902 – 1998
ჰალდორ გუდიონსონი დაიბადა რეიკიავიკში. გვარი ლაქსნესი მიიღო იმ ადგილის მიხედვით, სადაც მისი ოჯახი რეიკიავიკის შემდგომ სახლობდა.
ლაქსნესი 17 წლის იყო, როდესაც მისი პირველი რომანი გამოვიდა და ამ დროს იგი უკვე ევროპაში მოგზაურობდა. 1923 წელს მოინათლა და კათოლიციზმით იყო დაინტერესებული, მაგრამ შემდეგ ამერიკაში მოხვდა და აქ კომუნიზმმა გაიტაცა. 20-იანი წლების მიწურულს გამოაქვეყნა სტატია, რის შემდეგაც დააპატიმრეს, თუმცა აპტონ სინკლერის დახმარებით გათავისუფლდა და 1930 წლიდან უკვე ისლანდიაში დასახლდა.
ლაქსნესმა 1955 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებისთვის. მისი ნაწერები ახალი სიტყვა იყო ისლანდიური ლიტერატურისთვის და, შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით პირველი დიდი მწერალიც იშვა.
ერთი ჟურნალისტის აზრით, ჰალდორ ლაქსნესი და ბიორკი ყველაზე ცნობილი ისლანდიელები არიან.