საქართველო
1 წიგნი
გიორგი კეკელიძე
დაიბადა 1984 წელს
გიორგი კეკელიძემ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. არის ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი. 2000 წელს დააარსა პირველი ქართული ციფრული ბიბლიოთეკა. 2012 წლიდან იგი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში ბიბლიოთეკების შექმნასა და განვითარებაში. გიორგი კეკელიძე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო აქტივობებში და ახორციელებს კულტურულ ღონისძიებებს სტუდენტებისთვის.
2009 წელს შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი. არის ლექსების, მოთხრობების და რომანების ავტორი. ამავე დროს იგი მთარგმნელიცაა. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული თუ სხვა პრემია.