ირლანდია
1 წიგნი
ემა დონაჰიუ
დაიბადა 1969 წელს
ირლანდიელ-კანადელი მწერალი ემა დონაჰიუ დაიბადა დუბლინში.
დონაჰიუ დრამატურგი და სცენარისტიცაა. რომან „ოთახის“ ადაპტაციისთვის ის ოსკარზეც იყო წარდგენილი საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში.
ამას გარდა, ავტორი ლიტერატურის ისტორიკოსია. 1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე, რომელიც ეხებოდა ქალ და კაც პერსონაჟებს შორის მეგობრობას მე-18 საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში.
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმობისთვის „ოთახი“იგი ბუკერის პრემიის ფინალისტიც იყო. მხატვრულთან ერთად მას კიდევ არაერთი პიესა და სამეცნიერო ტექსტიც აქვს გამოქვეყნებული.