შვედეთი
3 წიგნი
დევიდ ლაგერკრანცი
დაიბადა 1962 წელს
დევიდ ლაგერკრანცი ცნობილი შვედი ჟურნალისტი და მწერალია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა და წარმატება მოუტანა ცნობილი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ბიოგრაფიამ „მე – ზლატან იბრაჰიმოვიჩი“, რომელიც გამოცემიდან მოკლე ხანში მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
2015 წელს მისი ავტორობით გამოვიდა მილენიუმის სერიის რიგით მეოთხე წიგნი – „გოგონა ობობას ქსელში“ – რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. სტიგ ლარსონის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ თითქმის არავინ ელოდა ამბის გაგრძელებას, თუმცა ლაგერკრანცმა ეს მისია ჩინებულად შეასრულა და ლიზბეთ სალანდერის ისტორიას სამი წიგნი შემატა.