
გერმანია
1 წიგნი
დანიელ ნაპი
დაიბადა 1974 წელს
დანიელ ნაპი საბავშვო წიგნების ავტორი და ილუსტრატორია. მან გრაფიკული დიზაინის მიმართულებით განათლება მიუნსტერის უნივერსიტეტში მიიღო, ახლა კი ილუსტრატორად მუშაობს. დანიელ ნაპს საბავშვო წიგნების ილუსტრაციებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მის მიერ შექმნილ პერსონაჟებს შორის ყველაზე ცნობილი დათვი ბრუნოა, რომელმაც უამრავ პატარას შეაყვარა თავი.
დათვი ბრუნოს შესახებ პირველი ისტორია 2002 წელს სადიპლომო ნაშრომისთვის დაწერა. დღემდე დათვი ბრუნოს შესახებ ცხრა წიგნი 20-მდე ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის, უკვე ქართულადაც.