შეერთებული შტატები
0 წიგნი

ბრეტ ისტონ ელისი

დაიბადა 1964 წელს

ბრეტ ისტონ ელისი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. იგი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია.

მის ნაწარმოებებში უხვადაა გამოყენებული სატირა და შავი იუმორი. ხშირად ჰყავს გამოყვანილი მოძალადე და პრივილეგირებული პერსონაჟები, რომლებიც საზოგადოებაში ადგილს ვერ პოულობენ და სიცარიელეს განიცდიან. მისი ტექსტები შეგვიძლია მივაკუთვნოთ ტრანსგრესიულ ლიტერატურას.

21 წლის ასაკში გამოსცა სადებიუტო წიგნი „ნულზე ნაკლები“, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბესტსელერი გახდა. მთავარი წარმატება მოუტანა რომანმა „ამერიკელი ფსიქოპათი“, რომელიც მან 27 წლისამ დაწერა და გამოცემისთანავე საკულტო ნაწარმოები გახდა.