საფრანგეთი
2 წიგნი

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

დაიბადა 1900 წელს

ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერიმ იეზუიტური სკოლის დასრულების შემდეგ, ხელოვნების სკოლაში არქიტექტურული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ 1921 წელს ჯარში გაიწვიეს, რამაც საფუძვლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ეგზიუპერი მფრინავის მოწმობას იღებს და რამდენიმე წელიწადში „აეროპოსტალის“ პილოტი ხდება, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კი რამდენიმე მნიშვნელოვან საბრძოლო გაფრენასაც ასრულებს, ხოლო მოგვიანებით ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად, სადაც თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებ „პატარა პრინცს“ წერს.

„პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ამბებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

ავტორის წიგნები