გაერთიანებული სამეფო
1 წიგნი

ალან მური

დაიბადა 1953 წელს

კომიქსების ჟანრის რევოლუციონერი და დე ფაქტო მეფე ალან მური ნორთჰემპტონში, დიდ ბრიტანეთში დაიბადა.

იგი ავტორია უამრავი საკულტო კომიქსისა თუ გრაფიკული რომანისა; მათ შორისაა: „V ანუ ვენდეტა“, „დარაჯები“, „ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა“, „ჯოჯოხეთიდან“, „გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა“ და ბევრი სხვა.

მური გამორჩეული ბრიტანელი მწერალია. მისი ნაწარმოებების მთავარი თემაა ამბოხი, სადაც ეჭვქვეშ დგას ძალაუფლების მქონე ადამიანები და სიმდიდრე და მუდმივად იგრძნობა ავტორის უდიდესი სიმპათია უბრალო ხალხის მიმართ.

დროთა განმავლობაში გადაიღეს მისი რამდენიმე ნაწარმოების კინო-ადაპტაციაც, თუმცა მური მიიჩნევს, რომ აჯობებდა, მისი ნაწარმოებები წიგნების სახით დარჩენილიყო.