ა.ფ. სტედმენი
ანაბელ სტედმენი ახალგაზრდა დებიუტანტი საბავშვო მწერალია. მისი სადებიუტო წიგნი „სკანდარი და ცალრქის ქურდი“ 2022 წლის 28 აპრილს გამოიცა.
ანაბელ სტედმენი პროფესიით იურისტია და მისი თავდაპირველი პროფესიული საქმიანობა სწორედ ამ სფეროს უკავშირდება. „სკანდარი და ცალრქის ქურდის“ იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს დაებადა. თუმცა, წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც კემბრიჯის უნივერსიტეტის შემოქმედებითი წერის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.
ანაბელ სტედმენსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობას – Simon & Schuster-ს შორის გაფორმებული კონტრაქტი უკვე შეფასდა საგამომცემლო სფეროში უპრეცენდენტო შემთხვევად. წიგნის გამოცემის უფლება შეძენილი აქვს ათობით ქვეყანას და ის ერთდროულად 40-მდე ენაზე, მათ შორის ქართულად გამოიცა.
ასევე გაყიდულია წიგნის ეკრანიზაციის უფლება.