ალბათ ესთერი – თამთა მელაშვილის რეკომენდაცია

თამთა მელაშვილი
14 მარტი, 2023
თამთა მელაშვილი - ალბათ ესთერი

როგორ შეიძლება მოჰყვე ოჯახის ისტორია, როცა ხელმოსაჭიდი თითქმის არაფერი გაქვს? როცა აღარავინ დარჩა ცოცხალი, რომელიც დიდი ბებიის სახელს ზუსტად გეტყოდა? როცა ხელი მხოლოდ ფრაგმენტულ მეხსიერებაზე, მწირ და გაფანტულ არქივებზე, აქა-იქ შემორჩენილ ფოტოებზე მიგიწვდება?

თურმე, შეიძლება და თან, შესანიშნავად – როგორც ეს კატია პეტროვსკაიამ მოახერხა. “ალბათ ესთერის” კითხვისას, ავტორთან ერთად, შენც სათითაოდ აგროვებ მისი ოჯახის წარსულ ამბებს. შენც მასთან ერთად ცდილობ გაიცნო, ამოიცნო და შეისწავლო მისი წინაპრები, ვისი ცხოვრებაც ასე მკვეთრად იკვეთებოდა ისტორიულ ქარტეხილებთან. შენთვისაც ეს ძიებები განცდებით უკიდურესად დატვირთულია, რადგან ხვდები, რომ წინაპრებისგან, წარსულისგან, ისტორიისგან ემოციურად დისტანცირება ძალიან ძნელია. თითქმის, შეუძლებელიც.

პეტროვსკაიას მიერ წარსულის ა(მო)ხსნის სურვილი, სინამდვილეში, მეოცე საუკუნეში მოგზაურობაა, მოგზაურობა მის ბნელ და დაფარულ კუნჭულებში. აქ ბევრად მეტს ამოიკითხავ, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოებში. მეტს გაიგებ და მეტს იგრძნობ. საბოლოოდ, დარწმუნდები კიდეც, რომ ჩვეულებრივი ადამიანების, ჩვეულებრივი ოჯახის ისტორიით ეპოქის ისტორია საუკეთესოდ იწერება.

On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი
ზაზა აბზიანიძე
გუგა მგელაძე
ანა მიქაუტაძე
გუგა მგელაძე
თემუკა ზოიძე