დროებითი კონსულტანტი გალერეას ფილიალში
„სულაკაურის გამომცემლობა“ 27 წლისაა. ის მოწინავეა ქართულ საგამომცემლო სფეროში, მუდმივად ეძებს ამ სფეროთი დაინტერესებულ, ინიციატივიან, გუნდური მუშაობის მოყვარულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს მათ.
ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა – გახდი ლიტერატურული სამყაროს მეგზური „სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად
„სულაკაურის გამომცემლობა“ თანამშრომელს ეძებს გალერეას ფილიალში.
პოზიცია: დროებითი კონსულტანტი გალერეას ფილიალში
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
სამუშაო პერიოდი: ივლისი-სექტემბერი
- თუ გიყვარს კითხვა
- კარგად იცნობ ჩვენი გამომცემლობის წიგნებს
- გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა
- წიგნების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობ
- და იცი ინგლისური ენა
მაშინ შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება.
რას გთავაზობთ?
- სასიამოვნო და წიგნებით სავსე სამუშაო გარემოს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- შესაძლებლობას, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და დააგროვო გამოცდილება
სამუშაო ადგილი:
თბილისი, რუსთაველის გამზირი 2/4
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული
- პუნქტუალური და ენერგიული
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
- მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2026 წელი
გისურვებთ წარმატებებს!
* რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
„სულაკაურის გამომცემლობა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სულაკაურის გამომცემლობის” – ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე